×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრების გადამზადების პროგრამა

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისათვის გადამზადების ახალი ეტაპის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც  558 მონაწილე ბიზნეს დაგეგმარების საკითხებს შეისწავლის.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისათვის გადამზადების  პროგრამის სპეციალურად შემუშავებული მოდულები მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლებს და მისი ორგანიზაციული განვითარების ციკლს, საორგანიზაციო აუდიტის მეთოდოლოგიას,  სამართლებრივ რეგულირებას და შიდა საწარმოო ურთიერთობების წესებს.  ტრენინგები ტარდება აგრეთვე ბიზნეს დაგეგმარების მიმართულებითაც.

 

ტრენინგებში მონაწილეობს  800-ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის 1600 წარმომადგენელი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 31 მუნიციპალიტეტში.

 

სასწავლო პროგრამის ფარგლებში  224 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 410 წევრი გადამზადდა საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით.

 

 

აღნიშნული ტრენინგ-პროგრამას ესპანური კომპანია EVOLUXER S.L. ახორციელებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი დაფინანსდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მიერ.

17-02-2017