×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირის მოწოდება აფხაზეთის გამშვები პუნქტების გახსნისკენ

ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) პრესსპიკერის განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე:

 

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი-ხურჩისა და მეორე ოტობაია-ორსანტიას - დაკეტვა, რომლითაც ყოველდღიურად ასობით მოქალაქე სარგებლობს, საზიანო იქნება მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებისთვის, მათ შორის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის. სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით კი დაკავებების, რისკს.

 

მსგავსი ცალმხრივი გადაწყვეტილება ხელს უშლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საშუალებებს. მეტიც, აღნიშნული ხელს უშლის  კონფლიქტის დარეგულირებასა და რეგიონში სტაბილურობის შექმნას.

 

შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს შენარჩუნდეს ღია გამშვები პუნქტები, თავისუფლად გადაადგილების, მათ შორის ჰუმანიტარული გადაადგილების, უზრუნველსაყოფად. ამასთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

 

ევროკავშირი თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე მოვლენებს, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გაზრდილი წარმომადგენლობით. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში."

 

განცხადება იხილეთ აქ.

01-03-2017