×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ბარაკ ობამა: ნატო დაეხმარება პარტნიორებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში

ნატოს ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ალიანსის პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის  გაზრდაში დაეხმარება.

 

"ჩვენ ვაძლიერებთ ძალისხმევას ნატოს სამხრეთ ფლანგთან. ალიანსი გაუზრდის მხარდაჭერას ევროკავშირს ხმელთაშუაზღვის საზღვაო ოპერაციებში, რათა შეაჩეროს იარაღით მოვაჭრეები და ასევე, კრიმინალები, რომლებიც სასოწარკვეთილი მიგრანტების ექსპლუატირებას ეწევიან.

 

ვაპირებთ უფრო მეტის გაკეთებას, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში დაწყებული ჩრდილოეთ აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველომდე გაგრძელებული ", - აღნიშნა ობამამ.

 

მთლიანი პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილით აქ.

 

10-07-2016