×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საინფორმაციო ომის საპასუხოდ - ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილება

გამოცემაში მოცემულია საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნები.

 

ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ სამუშაო შეხვედრებში თბილისსა და ბრატისლავაში 100-მდე ექსპერტმა იმუშავა. პროექტის „ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება - ანტიდასავლური პროპაგანდის საპასუხოდ“ მიზანი საინფორმაციო ომის პირობებში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კი რეკომენდაციების შემუშავება იყო. მონაწილეებმა გამოწვევებთან გასამკლავებლად ძლიერი საკომუნიკაციო ქსელის შექმნის პერსპექტივები და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის როლის მნიშვნელობა განიხილეს.

 

პროექტი გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის ­ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით განხორციელდა.  პროექტი ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

- გადმოწერა / გახსნა

21-03-2017