ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.
შემოქმედებითი ევროპა ევროკავშირის ახალი პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურისა და და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიქმნა. შემოქმედებითი ევროპა მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას, ეკონომიკურ წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში. Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრენინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა. შვიდწლიანი პროგრამის ბიუჯეტი €14.7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება.
ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა თუ ინოვაციებს და საუკეთესო იდეებს.
მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა „eTwinningPlus“ ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ.
პროგრამა ,,პესტალოცი” მასწავლებელთა, ტრენერებისა და განათლების სპეციალისტებისტებისათვის შექმნილი პროგრამაა გახლდათ, რომელიც უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. „პესტალოცს“ ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ევროსაბჭო ახორციელებდა.