2019 წლის 5 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 შეხვედრა გაიმართა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2018 წლის ანგარიში და დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2018 წლის თებერვალში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ.
World Vision საქართველომ 18 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გამართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ა/ო ინტერნიუსთან პარტნიორობით, რეგიონალური მედიასაშუალებებისთვის მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ორგანიზებით თემაზე „რუსეთის ჰიბრიდული ომი უკრაინასა და საქართველოში“ საჯარო დისკუსია გაიმართა.
2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამა ტვინინგის (Twinning) ფარგლებში სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.