საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
სხვა სიახლეები

მხარეებს შორის საიმედო და დაუყოვნებელი კომუნიკაციისთვის, მისიამ 2009 წლიდან შექმნა ცხელი ხაზის მექანიზმი, რომელიც კონფლიქტურ მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებს.

2018 წლის 12 აპრილს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაკრო-ფინანსური მხარდაჭერისთვის 45 მილიონი ევრო გადაეცემა.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ნატოში გაწევრებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის ძალაში შევიდა. მხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის.

გამოცემაში განხილულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ძირითადი ეტაპები, მთავარი მიღწევები და არსებული გამოწვევები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან ერთად ნაშრომში განხილულია ევროკავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების პროცესიც.