×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირმა უკვე დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

 

 

 

2016 წლის 17 ნოემბერს, ქ. ერევანში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების სესიის გარდა, ითვალისწინებდა შეხვედრას კვლევის, მეცნიერების და ინოვაციის განვითარების საკითხებს, შესაბამისი დარგის მინისტრების მონაწილეობით. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ  წარადგინა თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმა, რომელიც, შესაძლებელია, გახდეს ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის კონცეფციის ნაწილი.

ევროკავშირი საქართველოში ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის განსახორციელებლად ორწლიან პროექტს „საქართველოში ელექტრონული მმართველობის გაძლიერების მხარდაჭერას“ აფინანსებს, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 1 300 000 ევროა.

საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ხშირად სუფთა წყალი მხოლოდ გრაფიკით მიეწოდება, ხშირ შემთხვევაში კი დაბინძურებული სახით, რასაც სერიოზული გავლენა აქვს როგორც მათ ჯანმრთელობაზე, ისე, ქალაქებისა და სოფლების სიცოცხლისუნარიანობაზე. ამ პრობლემის გათვალისწინებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონული განვითარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის პირველი ფაზა 2011 წელს, მეორე კი - 2014 წელს დაიწყო.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, ,,ყოველგვარი შემდგომი დაყოვნების გარეშე“ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეების სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის ინტერვიუ იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარება საერთო ღირებულებები და ინტერესები საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას წინსვლაში.

 

 

საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძვნებელ ხელშეკრულებას შეუერთდა, რომელსაც ხელი მოეწერა 14 ოქტომბერს! „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ ხელშეკრულების“ დათქმის შესაბამისად, საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისში დასრულდა.