×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს შეწყვიტოს საჰაერო დარტყმები. ორშაბათს, ევროკავშირმა ლუქსემბურგიდან მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა საჰაერო დარტყმები სირიაში და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გაორმაგებული ძალებით ეცდება თითქმის განადგურებულ ალეპოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. 

 

სტატიის ინგლისური ვერსიისთვის გადადით ბმულზე.

ბრიუსელში ავღანეთის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კოფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ავღანეთისთვის ხანგრძლივვადიან პოლიტიკურ მხარდაჭერასა და 13.6 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.  აქედან, 5 მილიარდი ევრო ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან გაიცემა.

ევროკავშირი ახალ ინიციატივაზე „ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმაზე“ მუშაობს, რომელიც აფრიკასა და ევროკავშირის სამეზობლოში პარტნიორობის გაძლიერებასა და ამ რეგიონებში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო.

ევროკავშირმა ხუთი ახალი რეგიონული პროგრამა შეიმუშავა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოღვაწე ახალგაზრდების, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების, მესაზღვრეებისა და საზღვაო უსაფრთხოების წარმომადგენლებისთვის.

საქართველოს რეგიონული მაუწყებლობების წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ტრენინგზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტყვის თავისუფლების, მედიის პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის საკითხები განიხილეს.

5 სექტემბერს, ევროპარლამენტის სამოქალაქო უფლებების, სამართლიანობისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი კენჭს უყრის  საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას.

UNDP და საქართველოს მთავრობა იწყებენ 6.8 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამას საქართველოს სოფლის განვითარებისათვის. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა შომბი შარპმა  და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ...