×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. 

5 თებერვალს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება. საბჭოს თავმჯდომარე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი იქნება.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ნატოში გაწევრებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს.

იცით როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი სოფლის მოსახლეობის გაძლიერებას მათთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილის, ახალი შესაძლებლობებისა და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნით? ევროკავშირის მიმდინარე დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა  (EIB), რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) ქმნის, ქართულ ბანკებთან სამი საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებების მიხედვით, ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის 90 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სესხები გაიცემა. 

24 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი გაიმართა, სადაც ევროკავშირმა 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწევა დაისახა მიზნად და ამ კონკრეტული მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანასთან ერთად იმსჯელა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის ძალაში შევიდა. მხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის.