×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს მიერ "ასოცირების დღის წესრიგით" შესრულებული ვალდებულებები პოზიტიურად არის შეფასებული.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გაზრდას ევროპარლამენტის 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი ბრიუსელში, 2017 წლის 24 ნოემბერს გაიმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული მიდგომის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა 2020 წლისათვის 20 ძირითადი მიზანი შეიმუშავა, რომლების განსახორციელებლადაც კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნულ სამიტზე განიხილავენ. 

ევროკავშირმა 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 

2017 წლის მარტი-მაისის თვეებში საქართველოში 1000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირისადმი მხარდაჭერა და ნდობა გაზრდილია.

მიმდინარეობს ევროკავშირის კონკურსი ჟურნალისტებისთვის!

ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ნდობის ფონდის შექმნა იგეგმება.

ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალი ვებგვერდი "euvsdisinfo.eu" შექმნა. ვებგვერდი ერთად უყრის თავს იმ მონაცემებსა და წყაროებს, რომლებიც პრორუსულ დეზინფორმაციას უკავშირდება.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.