×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

"საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ გვესმის, თუ რას ნიშნავს ევროპული იდეების ერთგულება და ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო საქმეში". 

ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) პრესსპიკერის განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე:

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ტრენინგებში მონაწილეობს  800-ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის 1600 წარმომადგენელი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 31 მუნიციპალიტეტში.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა ორდღიანი მუშაობა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ერთობლივი რეზოლუციის მიღებით დაასრულა.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებინდან 2 წელზე მეტი გავიდა. საინტერესოა შევაფასოთ თუ რა შედეგი მოგვცა და რა გავლენა იქონია აღნიშნულმა შეთანხმებამ იმ ექსპორტიორებზე, რომლებთაც 2014 წლამდე გაჰქონდათ თავიანთი პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.


ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.