×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურად იწყებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ექვსი პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტის რისკის ქვეშ მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

ვიმედოვნებ, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მალე ვიხილავთ, რადგან საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ - იოჰანეს ჰანი

ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის ყველაზე დიდი იმპორტიორია. როგორც ევროკომისიის პრეზენტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ჩინეთის შემდეგ პლანეტაზე თაფლს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებს - 250 ათას ტონას წელიწადში - საკუთარი მოთხოვნის მხოლოდ 60%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი კი - სხვა ქვეყნებიდან შეაქვს. თაფლის იმპორტის მოცულობა ევროკავშირში 2015 წელს 198 ათასი ტონა შეადგინა (498 მილიონი ევრო).

12 იანვარს გაიმართა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

ევროპულმა კომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა შეიმუშავა ერთობლივი სამუშაო დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა - ორიენტირი ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე“.

ევროკავშირი და საქართველო 10 წელზე მეტია მჭიდროდ თანამშრომლობენ მართლმსაჯულების სფეროში. "მართლმსაჯულების პროგრამის" (EU4Justice) ფარგლებში, ევროკავშირმა დამატებით 50 მილიონი ევრო (140 მილონი ლარი) გამოყო.

ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ მიღწეული არაფორმალური შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის უფლება მიეცემათ - ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.