×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი

რა გზა დარჩა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საბოლოო მინიჭებამდე?

 

ევროკავშირის ინსტიტუტებს- ევროპარლამენტს, ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს (ე.წ. ტრიალოგი)- შორის შეთანხმება უკვე მოხდა. დარჩენილია შემდეგი პროცედურები:

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა. 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის სადამკვირვებლო მისიისთვის 18 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დამტკიცდა.

ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) ევროპარლამენტთან ერთად მიაღწია შეთანხმებას შეჩერების მექანიზმის განახლებული რეგულაციის თაობაზე. შეჩერების მექანიზმი უკვე არსებული ვიზალიბერალიზაციის შესახებ ყველა შეთანხმების სამომავლო გამოყენებასთანაა დაკავშირებული. შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის მთავარმა ინსტიტუტებმა - ევროპის საბჭომ, ევროპარლამენტმა და კომისიამ.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინის უვიზო მიმოსვლის საკითხზე წერილი გაუგზავნა.  

წერილში ტუსკი აღნიშნავს, რომ "უბრალოდ არ შეგვიძლია ისინი, ვინც გვენდნენ, გავხადოთ ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლები". 

5-9 დეკემბერს ევროკომისიის ორგანიზებით პირველად ევროკავშირის 28 წევრ და კანდიდატ ქვეყნებში ევროპული პროფესიული უნარების კვირეული აღინიშნება. კვირეული მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართულობას სხვადასხვა ინიციატივაში პროფესიული უნარების აღმოჩენის, გამოყენებისა და გაუმჯობესების მიზნით.  

საქართველოში ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ე.წ. DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება - თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით მოხდება მოქალაქეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება. კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, უმაღლეს წარმომადგენელთან ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და სხვა ევროკომისრებთან. 

 

 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ბრიუსელში, ევროპული ინსტიტუტების ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავენ. გთავაზობთ პრემიერ- მინისტ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც აქცენტი გაკეთდა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპულ მომავალისა და პერსპექტივების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე