×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარიამ გიგაური

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი - დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის მერიის განვითარების სააგენტოში, ასევე, საერთაშორისო ა/ო-ის  „Women’s Democracy Network“ საქართველოს წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერად; აქვს გავლილი სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვ. 2015 წლიდან კი მუშაობს  სიანფორმაციო ცენტრში უფროს სპეციალისტად.

 

მონაწილეობდა  სხვადასხვა სემინარში, ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კვლევის მეთოდების თემებზე; ჩართული იყო სხვადასხვა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში და სხვ.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ირმა გაბინაშვილი

მაგისტრის ხარისხი მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განხრით. ამჟამად არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ასევე, ფრანკფურტის  გოეთეს უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის „დიგიტალური ჰუმანიტარია“ წევრი.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა „ახალგაზრდობის დასაქმების საერთაშორისო ორგანიზაციის“პროექტების მართვის კოორდინატორად აჭარის რეგიონში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსად, ქობულეთის რაიონის გამგეობის აპარატის მასმედიისა და PR განყოფილების უფროსად, ტელეკომპანია „ქობულეთის“ მთავარ რედაქტორად და სხვ. 2016 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროში, 2017 წლიდან არის ბსუ  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი და უძღვება სალექციო კურსებს ჟურმალისტიკის, ეთიკის და კომუნიკაციის საფუძვლებში.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო და საგანმანათლებლო კურსი ნატოს, ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს შესახებ. ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა მულტიეთნიკური ფესტივალი, მილენიუმის განვითარების მიზნების (MDG) პროგრამის ფარგლებში ჰოლანდიური ორგანიზაციის ,,LeerTij” პროექტი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის  მედიისა და კულტურის პოლიტიკის კვლევების საკითხებში. 

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

თეონა ზურაბაშვილი

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ხოლო მაგისტრის ხარისხი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებისა და ხელოვნების  ფაკულტეტის  კავკასიური კვლევების განხრით.

 

2011 - 2015 წლებში მუშაობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარ სპეციალისტად, 2016 წლიდან კი დაიკავა საინფორმაციო ცენტრის სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ბიუროს უფროსი სპეციალისტის პოზიცია.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო თუ საგანმანათლებლო კურსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ტრენინგი პროექტების მართვის შესახებ, ზოგადი უნარები საჯარო სამსახურისთვის, კურსები ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის მიმართულებით და სხვ. ასევე, მონაწილეობდა სხვადასხვა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციასა თუ პროექტში.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და სომხურ ენებს.

მარიკა ვაჭარაძე

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობით.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთში "P.S", "მთავარი იმერეთში" ,რადიოში - „ძველი ქალაქი“,რადიოში - „ქალაქი“ და humanreights-ის ჟურნალისტად.

2010-2011 წლებში მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალურ მუშაკად. 2011-2013 წლებში იყო ა/ო „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი. 2012-2014 წლებში მუშაობდა ჩეხურ ორგანიზაციაში - „ადამიანი გაჭირვებაში“ სოციალურ მუშაკად, 2013-2016 წლებში კი ხონში სსიპ მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტად.

 

სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა პროექტის კოორდინატორი, მათ შორის "არჩევნები 2012", "მეტი ინფორაცია ევროკავშირის შესახებ", "ეკომიგრანტები უფლებებისთვის", "სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის", "ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის და კეთილმოწყობილი გარემო ტურისტებისთვის".

 

გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი ნატოს, ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს შესახებ. ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში როგორც ტრენერი და იყო ორგანიზაციის "რეგიონალური ინიციატივების ცენტრი" დამფუძნელი.

ბექა ექსეულიძე

ბაკალავრის ხარისხი მიიღო "საქართველოს უნივერსიტეტში" პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

 

არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის’" ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში პროექტების ხელმძღვანელად, განხორციელებული აქვს ,,IFES GEORGIA’’-ს საგრანტო პროექტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით. ასევე, მუშაობდა კერძო სექტორში მენეჯერის პოზიციაზე. კითხულობდა ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი-ლექტორების პროგრამის ფარგლებში. 2014 წელს მუშაობდა  საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტში.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო თუ საგანმანათლებლო  კურსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

 

ფლობს ქართულ, ინგლისურს და რუსულ ენებს.

ანა ცანავა

 

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, სწავლობდა საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაშიც, ხოლო 2012 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის  მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

 

გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროპის საბჭოს სამმართველოში, ასევე, მუშაობდა „დასტა რექორდს მენეჯმენტში“  არქივის ადმინისტრატორად. 2015  წლიდან  კი მუშაობს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენლად.

 

გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სემინარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

სამსონ სიამაშვილი

ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. ფლობს  CATS Cambridge (დიდი ბრიტანეთი) კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების დიპლომს. სწავლობდა King’s College London-ში, ომის კვლევის მიმართლულებით.  

 

2011 წლიდან დღემდე სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს სხვადასხვა კერძო კომპანიაში. 2015 წელს მუშაობდა ჟურნალ Forbes საქართველოს წარმომადგელობაში ანალიტიკურ  პოზიციაზე. 2016 წელს სტაჟირება გაირა ქალაქ თბილისის საკრებულოს  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2019 წლიდან სამსონი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, გურიის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელია. 

 

გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო თუ საგანმანათლებლო  კურსი საჯარო მართვასა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

 

ფლობს: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

თამარ გოგოლაძე

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, ფილოლოგიის სპეციალობით. 1998–2001 წლებში ირიცხებოდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში უახლესი ლიტერატურის კათედრაზე საკანდიდატო ხარისხის მაძიებლად.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, ბორჯომის ახალგაზრდობის საქმეთა რაიონული განყოფილების გამგის მოადგილედ, თბილისის გიორგი ჭანტურიას სახელობის არასახელმწიფო საერო სკოლაში პედაგოგად. 2007–2018 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ სხვადასხვა პოზიციაზე. იყო ორგანიზაციის კვლევითი და საგამომცემლო მიმართულების კოორდინატორი, გენდერული საინფორმაციო პორტალის www.ginsc.net ქართული ვერსიის რედაქტორი. 2014–2018 წლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტების მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი. განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი.

 

2019 წლიდან მუშაობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლად.

 

არის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ჩატარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის თანაავტორი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სემინარსა თუ კონფერენციაში. ფლობს ქართულ და რუსულ ენას.