საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

09.08.21 - მარტვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, მარტვილის     მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

07.08.21 - სოფელი გუგუტიანთკარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია.

07.08.21 - წეროვანი

ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რათა მათგან მოესმინა დევნილთა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა პრობლემები და საჭიროებები. მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის შესახებ.

05.08.21 - სამეგრელო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორ თამარა წულეისკირთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ეწვია.

04.08.21 - აბაშა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, აბაშის  მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

04.08.21 - ქუთაისი, ხონი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალია ქუთაისსა და ხონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალიამ ქუთაისში შეხვედრა გამართა კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, ხოლო ხონში, რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

03.08.21 - სენაკი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

30.07.21 - ზუგდიდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროსა და ზუგდიდის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, ახალგაზრდებთან თემაზე: „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევები“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა.