×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

26.02.20 - სოფელი ლეღვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა  აჭარის  რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებსა  და  უვიზო მიმოსვლის თემაზე   საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

26.02.20 - ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის  საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

26.02.20 - ზოვრეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ჩართულობითა და  ადგილობრივი თვითმართველობის, მერის რწმუნებულის თემში და მაჟორიტარი დეპუტატის ორგანიზებით საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა.

26.02.20 - სოფელი ზოვრეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის 9-11 კლასის მოსწავლეებისა და დირექციის წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის დიპლომატიური აკადემიის წარჩინებულ მსმენელებს (კადეტებს) უმასპინძლა.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსთან იმრიჩ ბაბიკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

25.02.20 - გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

25.02.20 - სოფელი ბუკისციხე, იანული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და სოფელი იანულის მოსახლეობისათვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.