×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

19.02.20 - ცაგერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ, ააიპ-ების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

19.02.20 – სოფელი საგურამო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  მცხეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს  საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

19.02.20 - ლენტეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ, ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

18.02.20 - სოფელი ზემო წინსვლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივითა და პროგრამა „მომავლის თაობა“ მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლაში პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

18.02.20 - სოფელი ძველი ქანდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ქანდის საჯარო სკოლის დირექციის ჩართულობით პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

18.02.20 - სოფელი გოროვანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სოფლის მოსახლეობისათვის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროვანში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

18.02.20 - მუხრანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

18.02.20 - მუხრანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.