×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

17.02.20 - წეროვანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის N3 საჯარო სკოლაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

17.02.20 - წეროვანი 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წეროვანის N2 საჯარო სკოლაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

14.02.20 - თეთრიწყარო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს წევრებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

14.02.20 - მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მარინა ზურაბიშვილმა.

14.02.20 - სოფელი წესი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

13.02.20 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის  ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის ამერიკულ კუთხეში  პროგრამა  Access -ის   წევრებს შეხვდა  და   ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა.

 

13.02.20 - ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ უვიზო მიმოსვლის  საკითხებზე შეხვედრა გამართეს.

13.02.20 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან უვიზო მიმოსვლის  საკითხებზე შეხვედრა გამართეს.