×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა და ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილა.

ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე საქართველოს 2017 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასებითი დოკუმენტი განხილვის მთავარი თემა იყო. 

ბრიუსელში,ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.საქართველოსთან

"ნატოს 2018 წლის სამიტისთვის, ველოდები შეთანხმებას და ძალიან მკაფიო ენით დაფიქსირებას, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ ნატო და საქართველო", - ამის შესახებ ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველი არხის კორესპონდენტთან ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ნატოს 29 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, გენერალური მდივნის, იენს სოლტენტბერგის მანდატი 2 წლით, 2020 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ითარგმნა და გავრცელდა, გადმოსცემს სხდომის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და შედეგებს. 

ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს. ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო მეორე შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში დღეს დილით შემოვიდნენ. ვიზიტი საქართველოს მიმართ ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

 

 

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი.