×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი

"გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ასევე ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) რეზოლუციების განხორციელების“ შესახებ კონფერენცია გაიხსნა.

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს.

"შეშფოთებული ვარ საქართველოს რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან  ორი გამშვები  პუნქტის დაკეტვით. გამშვები პუნქტების დაკეტვას, რომლითაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი სარგებლობს,  რეგიონის არსებულ ვითარებასა და სტაბილურობაზე ნეგატიური გავლენა ექნება."

აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.

აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა. თავდაცვის მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. 

ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრთა ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალის მიზანია არსებული გამოწვევების წინაშე ნატოს მოქნილობისა და გაძლიერების განხილვა. მინისტერიალზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხს საქართველოსთან თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობები წარმოადგენს.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში 2017-2020 წლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგია განიხილეს. სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიზნად ისახავდა სტრატეგიისთვის რეკომენდაციების შემუშავებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების განხილვას.