×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი

60 წლის წინ, 1956 წლის დეკემბერში, NATO-ს „სამი ბრძენი კაცის“ გარდამტეხი ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ალიანსს მოუწოდებდა მეტი პოლიტიკური კონსულტაციებისა და უსაფრთხოებისადმი უფრო ფართო მიდგომის შემუშავებისკენ ვიდრე, ეს მხოლოდ  სამხედრო თანამშრომლობა იყო.

 

 

ნატოში შესვლა და რუსეთთან კარგი ურთიერთობები, ეს შესაძლებელია? კი - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. „ჩვენ გვსურს რუსეთთან თანამშრომლობა.“ 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს დააკმაყოფილონ ალიანსის მიერ თავდაცვისთვის დადგენილი ხარჯები სტამბული, 20 ნოემბერი - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ, რაც არაპროგნოზირებადმა უსაფრთხოების გარემომ განაპირობა. აღნიშული არასტაბილური მდგომარეობა საომრად განწყობილი რუსეთის, ტერორიზმის საშიშროებისა და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური გარემოს ფაქტორებით იქნა გამოწვეული.

ნატო- საქართველოს ერთობლივი საშტაბო-სამეთაურო სწავლება წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დაიწყო და ის 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ  უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ ასეთი დონის სწავლებას ნატოს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა - საქართველო ატარებს,

ხმელთაშუა ზღვაში ნატოს ოპერაცია „ზღვის მცველი“ იწყება ნატო ხმელთაშუა ზღვაში ახალ უსაფრთხოების ოპერაციას, სახელწოდებით „ზღვის მცველი“ იწყებს. ოპერაციაში ნატოს 3 სამხედრო გემი და 2 წყალქვეშა ნავი იქნება ჩართული.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველო-ნატოს ეთობლივ წვრთნასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოემხაურა. 

საქართველოში „ნატო -საქართველოს სწავლება 2016“ დაიწყო, რომელიც 10-20 ნოემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზასა და სასწავლო ცენტრ კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)  გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ.