×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ალიანსში შეიქმნება ახალი განყოფილება, რომელიც დაზვერვის საკითხებზე იმუშავებს.

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატოს წარმომადგენლების გაძლიერების საკითხი განიხილა-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

2016 წლის 25 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე.

ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის თემაზე. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით არჩევნები კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში გაიმართა, სადაც ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო.

"საქართველოში გააქტიურებულ ანტიდასავლურ კამპანიას ჩვენ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ვუპირისპირებთ. იმისთვის, რომ ადამიანებმა მითების რეალობისგან გარჩევა შეძლონ, აუცილებელია ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი ცენტრი" - ქეთევან ჩაჩავა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას დაესწრო. წელს განხილვის თემა მდგრადი  განვითარების მიზნებს უკავშირდებოდა, როგორიცაა არასტაბილურობისა და კონფლიქტის, სიღარიბისა და უთანასწორობის მიზეზების აღმოჩენა და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიება.

„საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია“,- აცხადებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან ინტერვიუში.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააფართოებს ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არეალს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას კი ალიანსის წევრები მიიღებენ საქართველოს მიერ მიღწეული დამსახურებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს თამაშობს საქართველო ალიანსის უსაფრთხოებაში.