×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი

2016 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმიდან 15 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ნატოს შტაბ-ბინაში  ნატოსა და 28 წევრი ქვეყნის დროშები ნახევრად დაეშვა. 2001 წლის 12 სექტემბერს ნატომ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად აამოქმედა ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც ერთ წევრზე თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს.

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში დემონსტრირებაა იმის, რომ ნატო ერთგულია საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების. ამ ვიზიტმა ხაზი გაუსვა ნატო -საქართველოს ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს, ამაზე მეტყველებს გასულ წელს საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა".. 

ჩრდილოატლანტიკური ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების მექანიზმებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნატო - საქართველოს კომისიის შემდეგ გაიმართა პრემიერ - მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია, სადაც მომხსენებლებმა შეაჯამეს დღევანდელი სხდომის შედეგები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

2016 წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეოთხედ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ნატო - საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა.

2016 წლის 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართა. ვარშავის სამიტის დღის წესრიგის საკვანძო საკითხები  ნატოს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება და ალიანსის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის განმტკიცება იყო.

ნატოს ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ალიანსის პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდაზე ისაუბრა.

1.  ჩვენ, მოკავშირე საგარეო საქმეთა მინისტრები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, შევხვდით დღეს ვარშავაში, პოლონეთში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რათა გვემსჯელა, როგორც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობის პროგრესზე და პრიორიტეტებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. ეს იყო ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული პირველი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.