×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი

24 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა.

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაფუძნდა. ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 

2014 წლის 4-5 სექტემბერს უელსში ნატოს სამიტი გაიმართა. სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იყო შემდეგ საკითხებზე: კოლექტიური თავდაცვის მზაობის უზრუნველყოფა; ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება...

ნატო არ ცნობს საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში, ა.წ. 24 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებს. აღნიშნული არჩევნები არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას. ნატო-ს წევრი ქვეყნები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ალიანსი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოს მთავრობის მოწვევით საქართველოს მესამედ ესტუმრა ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობდა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა უმასპინძლა.

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად 28 ნატოს წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2008 წლის 15-16 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) და ნატოს გენერალური მდივანი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და მისი კაბინეტის წევრებთან.

 

2008 წლის 2-3 აპრილს, ქ. ბუქარესტში, ნატოს სამიტი გაიმართა. სამიტის დასრულების შემდეგ პარლამენტის შენობაში განთავსებულ მედია-ცენტრში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ უცხოელი და ქართველი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, რომელსაც სხვადასხვა უცხოური ტელე-რადიო მაუწყებლობების ჟურნალისტები ესწრებოდნენ.


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 წინ