საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი

იწვევს  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს  უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ სტუდენტებს, ვთხოვთ, იხილონ სრული ინფორმაცია და გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით მასწავლებლებისთვის ხორციელდება პროექტი "ევროპელი მასწავლებელი" ,რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას.

 ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, „ბრიტანულ კუთხეში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილების მონაწილოებით პერიოდულად იმართება ღია გაკვეთილები, სპექტაკლები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები.

,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ არის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის გამოფენა ევროკავშირის თემაზე. ის მასპინძლობს ასობით ადამიანს, მათ შორის სტუდენტებს, მოსწავლეებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

სახალხო დიპლომატთა ფორუმი, რომლის მთავარი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის პრობლემებთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ დიალოგის დაწყება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი მასწავლებლებისთვის უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები თბილისელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ.

ყოველწლიური პროექტი, რომლის მიზანიც პედაგოგების ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ მათი ინტერესის გაზრდა და გააქტიურებაა მათივე  კომპეტენციის ფარგლებში.


უკან1 2 წინ