ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და უკვე 14 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს. ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობას უკეთ გავაცნოთ ნატო და ევროკავშირი, ასევე, მოვიპოვოთ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
დასახული მიზნების განხორციელების პროცესში ჩვენ აქტიურად და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან.
თამარა წულეისკირი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.
ცენტრის დირექტორის პოზიციამდე თამარა წულეისკირი მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატში ის იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მრჩევლის, ხოლო შემდეგ დირექტორის მოადგილის თანამდებობებს. დიპლომატიური კარიერა მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბიკაში საქართველოს საელჩოში დაიწყო, სადაც ის 2012-2016 წლებში მუშაობდა საკონსულო დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ კი პასუხისმგებელი იყო პრესისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე. დიპლომატიურ სამსახურს ის კერძო სექტორიდან შემოუერთდა.
თამარა წულეისკირი ფლობს ქ. ბერლინის ჰერტის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული და ინგლისური ენების და ლიტერატურის პედაგოგის დიპლომს.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ხოლო მაგისტრის ხარისხი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრაციისა და პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით.
2006 წელს ირინა შამილაძემ მუშაობა დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანაშემწედ, 2007-2014 წლებში მუშაობდა ნატოსა და ევროკავშის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მთავარ სპეციალისტად. 2014 წლიდან ამავე ცენტრში დაიკავა ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსის პოზიცია.
გავლილი აქვს სხვადასხვა სემინარი თუ სასწავლო კურსი საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, მენეჯმენტის, სახალხო დიპლომატიისა და PR-ის საკითხებზე. გაიარა ნატოს მიერ აკრედიტირებული 1 თვიანი პროგრამისა და პროექტის მენეჯმენტის კურსი რუმინეთში, მონაწილეობდა ევროკავშირის და ნატოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში, ასევე, აქტიურად ჩართული იყო ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP-ის) მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგსა და პროგრამაში. იყო საერთაშორისო პროექტ „ალიანტეს“ ეროვნული კოორდინატორი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრიუსელის საერთაშორისო მენეჯმენტის ინსტიტუტში ბიზნესკომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.
2011 წლიდან შეუერთდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის მთავარ სპეციალისტად.
გავლილი აქვს სხვადასხვა სემინარი თუ სასწავლო კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობების, მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით. მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში, ჩართული იყო PDP-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში ნატოს სახალხო დიპლომატიის და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ და სხვ.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, და რუსულ ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიისა და ასევე, სამართალმცოდნეობის განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი დაიცვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სახელმწიფო მართვისა და ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით. გავლილი აქვს როგორც GIPA-ს კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა, ისე თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების პროგრამა, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
2008 წლიდან მუშაობა დაიწყო საინფორმაციო ცენტრში მთავარ სპეციალისტად, 2014 წლიდან კი ამავე ცენტრში რეგიონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, სემინარებსა და ახალგაზრდულ ფორუმში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე, გავლილი აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ ორგანიზებული სემინარი სასაზღვრო საკითხებზე და სხვა.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი - დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის მერიის განვითარების სააგენტოში, ასევე, საერთაშორისო ა/ო-ის „Women’s Democracy Network“ საქართველოს წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერად; აქვს გავლილი სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვ. 2015 წლიდან კი მუშაობს სიანფორმაციო ცენტრში უფროს სპეციალისტად.
მონაწილეობდა სხვადასხვა სემინარში, ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კვლევის მეთოდების თემებზე; ჩართული იყო სხვადასხვა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში და სხვ.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
მაგისტრის ხარისხი მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განხრით. ამჟამად არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ასევე, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის „დიგიტალური ჰუმანიტარია“ წევრი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა „ახალგაზრდობის დასაქმების საერთაშორისო ორგანიზაციის“პროექტების მართვის კოორდინატორად აჭარის რეგიონში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსად, ქობულეთის რაიონის გამგეობის აპარატის მასმედიისა და PR განყოფილების უფროსად, ტელეკომპანია „ქობულეთის“ მთავარ რედაქტორად და სხვ. 2016 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროში, 2017 წლიდან არის ბსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი და უძღვება სალექციო კურსებს ჟურმალისტიკის, ეთიკის და კომუნიკაციის საფუძვლებში.
გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო და საგანმანათლებლო კურსი ნატოს, ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს შესახებ. ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა მულტიეთნიკური ფესტივალი, მილენიუმის განვითარების მიზნების (MDG) პროგრამის ფარგლებში ჰოლანდიური ორგანიზაციის ,,LeerTij” პროექტი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მედიისა და კულტურის პოლიტიკის კვლევების საკითხებში.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ხოლო მაგისტრის ხარისხი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის კავკასიური კვლევების განხრით.
2011 - 2015 წლებში მუშაობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარ სპეციალისტად, 2016 წლიდან კი დაიკავა საინფორმაციო ცენტრის სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ბიუროს უფროსი სპეციალისტის პოზიცია.
გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო თუ საგანმანათლებლო კურსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ტრენინგი პროექტების მართვის შესახებ, ზოგადი უნარები საჯარო სამსახურისთვის, კურსები ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის მიმართულებით და სხვ. ასევე, მონაწილეობდა სხვადასხვა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციასა თუ პროექტში.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და სომხურ ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთში "P.S", "მთავარი იმერეთში" ,რადიოში - „ძველი ქალაქი“,რადიოში - „ქალაქი“ და humanreights-ის ჟურნალისტად.
2010-2011 წლებში მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალურ მუშაკად. 2011-2013 წლებში იყო ა/ო „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი. 2012-2014 წლებში მუშაობდა ჩეხურ ორგანიზაციაში - „ადამიანი გაჭირვებაში“ სოციალურ მუშაკად, 2013-2016 წლებში კი ხონში სსიპ მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტად.
სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა პროექტის კოორდინატორი, მათ შორის "არჩევნები 2012", "მეტი ინფორაცია ევროკავშირის შესახებ", "ეკომიგრანტები უფლებებისთვის", "სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის", "ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის და კეთილმოწყობილი გარემო ტურისტებისთვის".
გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი ნატოს, ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს შესახებ. ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში როგორც ტრენერი და იყო ორგანიზაციის "რეგიონალური ინიციატივების ცენტრი" დამფუძნელი.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო "საქართველოს უნივერსიტეტში" პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის’" ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში პროექტების ხელმძღვანელად, განხორციელებული აქვს ,,IFES GEORGIA’’-ს საგრანტო პროექტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით. ასევე, მუშაობდა კერძო სექტორში მენეჯერის პოზიციაზე. კითხულობდა ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი-ლექტორების პროგრამის ფარგლებში. 2014 წელს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტში.
გავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო თუ საგანმანათლებლო კურსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
ფლობს ქართულ, ინგლისურს და რუსულ ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, სწავლობდა საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაშიც, ხოლო 2012 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროპის საბჭოს სამმართველოში, ასევე, მუშაობდა „დასტა რექორდს მენეჯმენტში“ არქივის ადმინისტრატორად. 2015 წლიდან კი მუშაობს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენლად.
გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სემინარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
2010 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. 2013 წელს გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული კვლევების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრი. 2013 წლიდან მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს 1-ელ საჯარო სკოლაში, ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში. იყო ამავე სკოლის საინფორმაციო მენეჯერი. 2017 წელს მონაწილეობა მიიღო Erasmus+ ის პროექტში „IDEALIST“. პროექტის დასრულების შემდეგ გაემგზავრა დანიაში ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გასაცნობად.
2017-2018 სასწავლო წელს ჩაერთო „საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების“ პროგრამაში. განახორციელა პროექტი: „გავიცნოთ ევროპა ახლოს“, რომელიც გახდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კონკურსის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ერთ-ერთი გამარჯვებული. სასწავლო ვიზიტით 4-8 ივნისს იმყოფებოდა ესტონეთში.
2019 წლიდან არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, ფილოლოგიის სპეციალობით. 1998–2001 წლებში ირიცხებოდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში უახლესი ლიტერატურის კათედრაზე საკანდიდატო ხარისხის მაძიებლად.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, ბორჯომის ახალგაზრდობის საქმეთა რაიონული განყოფილების გამგის მოადგილედ, თბილისის გიორგი ჭანტურიას სახელობის არასახელმწიფო საერო სკოლაში პედაგოგად. 2007–2018 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ სხვადასხვა პოზიციაზე. იყო ორგანიზაციის კვლევითი და საგამომცემლო მიმართულების კოორდინატორი, გენდერული საინფორმაციო პორტალის www.ginsc.net ქართული ვერსიის რედაქტორი. 2014–2018 წლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტების მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი. განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი.
2019 წლიდან მუშაობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლად.
არის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ჩატარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის თანაავტორი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სემინარსა თუ კონფერენციაში. ფლობს ქართულ და რუსულ ენას.