×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ნატო

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

სამშვიდობო მისიები

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჩართულნი იყვნენ 1999-2008 წლებში კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში (KFOR-Kosovo Forces). პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში 1999 წელს გამოჩნდა, (კოსოვოში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენ- ტის განთავსების შემდეგ). 34-კაციანი ქართული ოცეული ქ. მამუშაში თურქული ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. 2003 წლიდან ქართული სამშვიდობო კონტინგენტი კოსოვოში რამდენჯერმე გაიზარდა. ქ. პრიზრენში გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში ჩავიდა 150-კაციანი ქართული ასეული. ამის შემდეგ კოსოვოში მუდმივად იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 180 - ზე მეტი წარმომადგენელი. მათი როტაცია ყოველ 7 თვეში ერთხელ ხდებოდა (გერმანულ ბრიგადაში გასაგზავნი ქართველი სამხედროები რამდენიმე კვირა ჯერ გერმანიაში ემზადებოდნენ და შემდეგ ჩადიოდნენ კოსოვოში, ქ. პრიზრენში). კოსოვოში ქართული კონტინგენტი 2008 წლამდე იმყოფებოდა (სანამ 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს მთავრობა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა).

 

საქართველო ასევე მონაწილეობს ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტი - ტერორისტულ ოპერაციაში - აქტიური ძალისხმევა (Active Endeavour), რომელიც ინიცირებულია 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ავღანეთის აწ უკვე დასრულებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF – International Security Assistance Force), სადაც 2004 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მონაწილეობდა. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის, კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა. ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველად ქართული კონტინგენტი, როგორც აღინიშნა, 2004 წელს გაიგზავნა. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ქართული შეირაღებული ძალების სამომავლო განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის მიღწევას. ალიანსის მისიაში წვლილის შეტანით საქართველომ დაადასტურა, რომ არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა, არამედ აქტიურად შეუძლია, ჩაერთოს საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესში.

 

ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიის თვის ექვსთვიან ინტენსიურ მომზადებას საქართველოში გადიოდნენ. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. საქართველოდან სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც ჩადიოდნენ, სადაც ერთთვიან წვრთნას აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში გადიოდნენ. ავღანეთში გამგზავრებამდე ჯარისკაცების მომზადების დონესა და მათ მზადყოფნას ცენტრის ექსპერტები, ასევე, ამერიკელი საზღვაო ქვეი თების ინსტრუქტორთა და მრჩეველთა ჯგუფი აფასებდა. საერთო ჯამში 2010-2013 წლებში ავღანეთში, ჰელ- მანდის პროვინციაში 2 ქვეითი ბატალიონი იმყოფებოდა, ქაბულში 1 ასეული, ფრანგი სარდლობისა და 1 ასეული ამერიკელების დაქვემდებარების ქვეშ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს ქართველი არტილერისტების ინსტრუქტორთა ჯგუფი ამზადებდა ავღანელ არტილერისტებს.

 


ქართული ჯარი ავღანეთშიქართული ჯარი ავღანეთში2015 წლიდან საქართველო განაგრძობს ნატოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას და ჩართულია გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მომსახურეთა რაოდენობით რიგით მეორე კონტრიბუტორია. ასევე, 2015 წლიდან საქართველო ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF – NATO Response Force). 2002 წელს პრაღის სამიტზე სათავე დაედო გადამწყვეტი მნიშვნელობის რამდენიმე ინიციატივას, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნატოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაა. 2006 წლიდან ნატოს სრულ ოპერატიულ მზადყოფნაში ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად გაწვრთნილი სწრაფი რეაგირების ძალები.

 

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა. 2015 წელი, 27 აგვისტო  (NATO Response Forse), რომლებიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური დანიშნულების ძალების კომპონენტებს. აღნიშნული ძალების რაოდენობა დაახლოებით 25 000 კაცს შეადგენს. ისინი მუდმივ მზადყოფნაში არიან, ბრძანების შესაბამისად, დედამიწის ნებისმიერ წერტილში განთავსდნენ 5 დღის ვადაში და ერთი თვის განმავლობაში თავიანთი რესურსებით უზრუნველყონ შესაბამისი ოპერაციებისა და დავალებების შესრულება. ნატოს სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში მონაწილეობით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურო- ბისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალები იძენს მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და განმტკიცების მიმართულებით. სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, არის  ნატოს სანდო პარტნიორი და ჰყავს მაღალ დონეზე მომზადებული ნატოსთან თავსებადი ჯარი, რაც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი კრიტერიუმია. სამშვიდობო და სტაბილიზაციის მისიებში ქართველი ჯარისკაცების მიერ მათზე დაკისრებული მისიის სამაგალითოდ შესრულება დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობას და მოკავშირეების მხარდაჭერის მოპოვებას. გარდა ამისა, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით, სამხედრო მოსამსახურეები უნიკალურ სამხედრო გამოცდილებას იღებენ, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. დღეისათვის დაახლოებით 14 000-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა ამგვარი სამხედრო მომზადება. საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო და სტაბილიზაციის მისიებში საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების გზაზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა მსხვერპლი, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ოპერაციებში იღებს, ძალიან მძიმე და დიდია. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გმირულად დაეცა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ერაყში  - 5. (2015 წლის  დეკემბრის მონაცემებით)

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში, ნატოს სამშვიდობო მისიის დროს (ISAF – International Security Assistance Force) გარდა კოსოვოსა და ავღანეთის მისიებისა, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ერაყის სამშვიდობო ოპერა- ციაში (2004-2008წწ.). ხაზგასასმელია, რომ ერაყის ოპერაცია ნატოს ეგიდით არ მიმდინარეობდა და  კოალიციური ძალებს ერაყში ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა.