გამოცემაში განხილულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ძირითადი ეტაპები, მთავარი მიღწევები და არსებული გამოწვევები.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან ერთად ნაშრომში განხილულია ევროკავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების პროცესიც. ამ მიზნით ნაშრომი ასევე გვთავაზობს ევროკავშირის გაფართოების მეხუთე ტალღის მონაწილე ქვეყნების მიერ განვლილი გზისა და დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალურ ანალიზს.
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, თავისი არსით, უახლოვდება ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ განვლილი გზის, რეფორმებისა და ტრანსფორმაციის დინამიკას, თუმცა საქართველოსთვის სრული ინსტიტუციური ინტეგრაციის შესაძლებლობა და გაწევრიანება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
დოკუმენტი წარმოადგენს მცდელობას, რომ ევროკავშირთან საქართველოს მიმდინარე ინტეგრაციის ფონზე დაისახოს ის ძირითადი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც უფრო რეალურს გახდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. ნაშრომი ამ თვალსაზრისით იძლევა პრაქტიკულ რეკომენდაციებს როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების განვითარების, ასევე ქვეყნის საგარეო და შიდაპოლიტიკური ამოცანების დასახვისა და გადაწყვეტის მიმართულებით.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები
ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები