საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ასოცირების დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის ძალაში შევიდა. 
 
მხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის. ახალი დღის წესრიგი უფრო მეტად ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.
ასოცირების დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განმახორციელებელი ინსტრუმენტია და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ კონკრეტულ პრიორიტეტებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ყველა სფეროში.

21-11-2017