საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ნატოში გაწევრებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს.

 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.9%. 

 

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

- გადმოწერა / გახსნა

16-01-2018