საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს მაკრო-ფინანსური მხარდაჭერისთვის 45 მილიონი ევრო გადაეცემა

2018 წლის 12 აპრილს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაკრო-ფინანსური მხარდაჭერისთვის 45 მილიონი ევრო გადაეცემა.

აღნიშნული მარდაჭერა დაეხმარება საქართველოს  ფინანსური საჭიროებების გაუმჯობესებაში,  ეკონომიკური სტაბილურობისადა სტრუქტურული რეფორმების უზრუნველყოფაში.

 

მიკრო-ფინანსური დახმარების პროგრამა არის ევროკავშირის მიერ შექმნილი ფინანსური მხარდაჭერის გაფართოებული ფორმა, რომელსაც ევროკავშირი იყენებს პარტნიორ ქვეყნებში არსებული გადახდის სირთულეების დასაბალანსებლად. იგი ხემისაწვდომია მხოლოდ MFI-ს მხარდაჭერით მოსარგებლე ქვეყნებისათვის.

 

ეს არის მესამე პროგრამა საქართველოსთვის, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. 

2008 წლის ოქტომბერში, ჩატარებული  საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ფარგლებში დაფინანსდა ევროკავშირის მხარდაჭერის  პირველი ორი პროგრამა, რომელთაგან თითოეული მოიცავდა 46 მილიონ ევროს.

 

 

წყარო: 

12-04-2018