საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიმდინარე პროექტების მუდმივ უცხოელ მრჩევლებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამა ტვინინგის (Twinning) ფარგლებში სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში მიმდინარე პროექტების მუდმივი უცხოელი მრჩევლები (Resident Twinning Advisers), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. 

 

შეხვედრაზე მუდმივ უცხოელ მრჩევლებს მიეწოდათ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, ტვინინგის პროექტების წარმატებით განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.  ამასთან, განიხილეს საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ძირითადი მიმართულებები. 

 

შეხვედრა გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის (AA Facility) და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.

02-11-2018