ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ორგანიზებით თემაზე „რუსეთის ჰიბრიდული ომი უკრაინასა და საქართველოში“ საჯარო დისკუსია გაიმართა.
საჯარო დისკუსიაზე შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:
-რა სახის ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი საინფორმაციო ომის წარმოებისას?
-როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ და უკრაინამ რუსეთის პროპაგანდას? როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკა? შესაძლებელია თუ არა პროპაგანდის პროპაგანდით დაძლევა?
-რა როლი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო საზოგადოებას ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში?
დისკუსიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძეც მონაწილეობდა. ცენტრის ხელმძღვანელმა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და რუსეთის ჰიბრიდულ ომთან გასამკლავებლად სახელმწიფოს სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის, მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების როლზე.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ანდრეას უმლანდი, პოლიტოლოგი, უფროსი მკვლევარი კიევის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტში; გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი; თაზო კუპრეიშვილი, ახალი ამბების რედაქტორი, „ნეტგაზეთი”. შეხვედრას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენელი ლილია ჩიხლაძე მოდერირებდა.