საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ინფო ტური მედიის წარმომადგენლებისთვის ნატოს ხომალდზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წლის იუბილის აღნიშნავად აჭარის რეგიონალური ტელევიზების და ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური მოეწყო.

 

ვიზიტორები ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საფლაგმანო ხომალდს „HNLMS EVERTSEN“ (ნიდერლანდების სამეფო) ეწვივნენ და ნატო-ს შენაერთის ფრეგატის ინფრასტრუქტურას, სამხედრო აღჭურვილობას და ტექნიკურ პარამეტრებს გაეცნენ, სადაც მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ძალების კოორდინირების და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობის შესახებ.

 

ინფო-ტურის მონაწილეები ეწვივნენ JMOC საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს, სადაც ვიზიტორებს შსს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი შოთა მიროტაძე JMOC-ის დაარსების და ფუნქციონირების მნიშვნელობაზე, ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ უახლესი ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სტრუქტურების წარმომადგენლებისგან და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

 

ვიზიტის ფარგლებში ინფო-ტურის მონაწილეებმა საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზასაც მოინახულეს. ვიზიტორებმა დაათვალიერეს აშშ-ის მიერ ბოლო პერიოდში გადმოცემული თანამედროვე ხომალდი «ოჩამჩირე“ და გაეცნენ მის ინფრასტუქტურას და შესაძლებლობებს. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს აგრეთვე გემთსარემონტო ბაზა, გაეცნენ ტაქტიკური ქვედანაყოფების (აბორდაჟის ჯგუფების) ამოცანებსა და აღჭურვილობას.

 

ღონისძიება სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შეახებ“ აჭარის ბიუროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

05-04-2019