×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სხვა სიახლეები

25.01.22- რეგიონები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა. შეხვედრას მთელი საქართველოს მასშტაბით 75 პედაგოგი ესწრებოდა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა” ფარგლებში აცხადებს მცირე პროექტების კონკურსს გრასრუტ ინიციატივების მხარდასაჭერად.

28.12.21 - მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და განვითარებისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემია” დასრულდა, რომელიც ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი.

 

28.12.21 – სოფელი რიყე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

24.12.21 - ქვემო ქართლი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლში, პროგრამაში: „ბილინგვური განათლების ხელშეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“ ჩართული მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.