საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
სხვა სიახლეები

22.02.21 - სამცხე-ჯავახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

3  ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

წყალტუბოში, "ფერების ფესტივალის" ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა. 

3 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში,  ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში  ნატოს კუთხე გაიხსნა.

 

 

 

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა. დღეს ქართული ასეულის მიერ ეროვნული თვითშეფასების II დონის წარმატებით გადალახვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა.