საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დასრულდა “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემია”

28.12.21 - მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და განვითარებისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემია” დასრულდა, რომელიც ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი.

 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა  თემურ სუყაშვილმა, პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ადამიანებზე მანიპულაციის კონკრეტულ მიდგომებზე, კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობასა და წყაროს გადამოწმების აუცილებლობაზე.

 

ღონისძიების დასასრულს აკადემიის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდას კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცათ. 2022 წლიდან ახალგაზრდები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საკუთარ თემში ჩაატარებენ შეხვედრებს.

 

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

28-12-2021