საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
„ითვინინგფლასი“ (EtwinningPlus)

მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა „eTwinningPlus“ ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას იძლევა  ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთონ მასწავლებლები. პროგრამა მიზნად ისახავს ქართველი და ევროპელი პედაგოგების დამეგობრებას,  კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას.  

 

„eTwinningPlus“ პორტალი მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს სხვადასხვა ინსტრუმენტსა და სერვისს სთავაზობს პარტნიორების მოსაძებნად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მონაწილეობის მისაღებად. „eTwinning Plus“ პორტალი  მასწავლებლებს საშუალებას აძლევს გაიარონ, ასევე,  ონლაინ სემინარები.

 

პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 349 მასწავლებელი, 127 სკოლა, ხოლო აქტიური პროექტია 333, რომელსაც ქართველი და ევროპელი მასწავლებლები ერთობლივად ახორციელებენ. 

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად და რეგისტრაციისთვის მიმართეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტს, რომელიც წარმოადგენს პროექტის პარტნიორს საქართველოში.

 

მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამა „ითვინინგფლასის“ კოორდინატორს საქართველოში:

 

ხატია ხვიტავა

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 577239823; +995 (32) 2 200220 (49 49)

 

ელ-ფოსტა: etwinningplus@tpdc.ge

 

სასარგებლო ბმულები:

 

 

17-08-2016